Thursday, January 3, 2013

პირველი საათი


მიუხედავად იმისა, რომ დრო არამატერიალურია და სწრაფად მიედინება, ადამიანს ყოველთვის აინტერესებდა მისი გაზომვა. წელიწადის დროები, მთვარის ფაზები, დღისა და ღამის მონაცვლეობა — ყოველივე ეს დროს გარკვეულ ბუნებრივ მონაკვეთებად ყოფს. მაგრამ ადამიანები დიდი ხანია ცდილობენ, მაქსიმალური სიზუსტით გაზომონ დროის რაც შეიძლება მოკლე მონაკვეთები.
პირველი საათი რომელიც ადამიანმა გამოიგონა მზის იყო. გენიალურად მარტივი კონსტრუქციით- მიწაში ჩარჭობილი ჯოხითა და მის გარშემო დახატული დროის ასათვლელი ციფერბლატით. მაგრამ მზის საათის ლოგიკური ნაკლი ის იყო რომ ავდარსა და დახურულ სივრცეში სრულიად გამოუსედეგარი გახლდათ. ამის გამო.პუნქტუალობის მოყვარულმა ადამიანმა,ოთხი ათასი წლის წინ,წყლის საათი ანუ კლეპსიდრი გამოიგონა. პირველი მაღვიძარაც სწორედ წყლის საათს უკავშირდება და მის გამომგონებლად პლატონი ითვლება.
შემდეგ, დაახლოებით ათასი წლის წინ ქვიშის საათი შექმნეს.მცდელობების მიუხედავად ეს მოწყობილობა დროის მხოლოდ მცირე მონაკვეთის მაქსიმუმ ნახევარი საათის გაზომვას ახერხებდა. ქვიშის საათს,ძირითადად ექიმები და მეზღვაურები იყენებდნენ.
ადამიანები დროის გასაზომად სხვადასხვაგვარ მექანიზმებს იგონებდნენ და იყენებდნენ. ამ მექანიზმების „გული“ საათის რეგულატორია, ანუ მოწყობილობა, რომელიც მექანიზმის მოძრაობაში მომყვანი ენერგიის მიწოდებას არეგულირებს. მკაცრად დადგენილი პერიოდების განმავლობაში მცირე რაოდენობით ენერგიის გამოთავისუფლება დროის მონაკვეთების გაზომვის საშუალებას იძლევა. ზუსტად არავინ იცის, როდის გამოიგონეს პირველი მექანიკური საათი. მაგრამ ცნობილია, რომ პირველი საათები, რომელთა გადატანაც შესაძლებელი იყო, 1500 წელს გაჩნდა, რაც მესაათეობის განვითარებაში მნიშვნელოვანი ეტაპი გახდა.
ევროპაში პირველი მექანიკური საათი მონასტრის კოშკურებზე XI საუკუნეში გამოჩნდა, მხოლოდ ერთი ისრით და და მასიური გირებით, რომლებიც ზარს რეკდნენ.
XIX საუკუნის ბოლოს მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებამ საათების მასიურ წარმოებას შეუწყო ხელი.
ფართო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომი მაჯის საათები თავიდან მხოლოდ ქალებისთვის იყო განკუთვნილი.ძვირფასი ქვებით მორთულმა მაჯის საათებმა დროის განმსაზღვრელი აპარატის დანიშნულება თითქმის დაკარგა და სამკაულად გადაიქცა.ისტორია გვამცნობს რომ არც ერთი თავმოყვარე მამაკაცი საათს ხელზე არ იკეთებდა,ჯაჭვზე დაბმული საათი ჟილეტის ჯიბიდან თავმომწონედ წიკწიკებდა,ანუ გაჩნდა ჯიბის საათი- ამ ეპოქაში მამაკაცის ჩაცმულობის განუყოფელი ატრიბუტი

No comments:

Post a Comment