Saturday, January 12, 2013

პირველი ტელევიზორი




   გამოსახულების შორ მანძილზე გადამცემის იდეა უძველესი დროიდან არსებობდა,თუმცა ასეთი მოწყობილობის შექმნის ტექნიკური და თეორიული საფუძველი მხოლოდ XIX საუკუნის დამლევს გამოჩნდა, მას შემდეგ რაცა ადამიანმა დიდი ფიქრისა და შრომის შედეგად რადიოსიგნალების გადაცემა მოახერხა.
  ტელევიზორი ეს არის ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას გვაძლევს შორ მანძილზე გადავცეთ  მოძრავი გამოსახულებები ხმის აკომპანიმენტით. სიტყვა Television ქართულად "შორს ხედვას" ნიშნავს ( tele (τῆλε) ბერძნულად - შორს და visio ლათინურად - ხედვა ).     დღემდე არაერთი მეცნიერი იჩემებს პირველობას სატელევიზიო გამოსახულების სრულად მიღებაში, მაგრამ ჩატარებული გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ შოტლანდიელი ჯონ ბერდი პირველი იყო, ვინც ეს შეძლო. შოტლანდიელი მღვდლის შვილი John Logie Baird-ი პროფესიით ინჟინერი იყო და მას არაერთ წვრილმან გამოგონებას მიაწერენ. იგი ერთ–ერთ ქარხანაში მუშაობდა ინჟინერ–ელექტრიკოსად, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სამსახურის დატოვება მოუწია. სწორედ ამის შემდეგ ხელი მოჰკიდა საქმეს, რომელიც ბავშვობიდან იტაცებდა და დროის უქონლობის გამო მის დაწყებასაც კი ვერ ახერხებდა. ჯონს სურდა, შეექმნა ისეთი აპარატი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა ცოცხალი გამოსახულების გადაცემა.

   დიდი ფიქრისა და მონდომების შედეგად მან შექმნა ტელეკამერის ისეთი დისკი, რომელზედაც განლაგებული იყო 30 ნასვრეტი. დისკი ბრუნავდა და ნასვრეტების მეშვეობით გამოსახულებას ხაზობრივ–სტრიქონულად ყოფდა, შემდეგ კი სინათლე ფოტოელემენტს ეცემოდა. ფოტოელემენტში წარმოქმნილი სიკაშკაშის სიგნალი ტელემიმღებს გადაეცემოდა. მიმღებში სიკაშკაშის სიგნალი ძლიერდებოდა და შედეგად შესაძლებელი ხდებოდა გამოსახულებების მიღება.

   მთელი ეს პროცესი ჯონს დიდი შრომისა და ნერვების ფასად უჯდებოდა, მაგრამ თავის დანებება არც კი უფიქრია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სამსახურის მიტოვების შემდეგ მას ძალიან უჭირდა და ამ პროექტზე მუშაობის პერიოდში ფეხსაცმელების წმენდით ირჩენდა თავს.

   1925 წლის 2 ოქტომბერს ელექტრიკოსმა თავისი სხვენის ერთი ბოლოდან მეორეში პირველი სატელევიზიო გამოსახულების გადაცემა მოახერხა. პირველი, რაც ეკრანზე გამოჩნდა, ბიჭის შემკრთალი სახე იყო, რომელიც ქვედა სართულზე განთავსებულ ოთახში მუშაობდა. დახმარებისათვის მას ჯონმა ნახევარი კრონიც კი გადაუხადა.

ჯონ ბერდის მიღწევით ყველა აღფრთოვანებული და გაკვირვებული დარჩა. მას ფინანსური დახმარება ერთდროულად რამდენიმე ბიზნესმენმა შესთავაზა და საკმაოდ გაჭირვებული ბერდი ერთ დღეში, შეიძლება ითქვას, მილიონერიც კი გახდა.



  თუმცა არ შეიძლება არ აღინიშნოს გერმანელი გამომგონებელი პაულ გოტლიბ ნიპკოვი (Paul Gottlieb Nipkow), რომელმაც 20 წლის ასაკში, ჯერ კიდევ 1884 წელს დააპატენტა პირველი ელექტრო-მექანიკური სატელევიზიო სისტემა, რომელიც ემყარებოდა ნახვრეტებიან მბრუნავ დისკოს. ნიპკოვის  ქმნილება გამოსახულებას ელექტრონულ იმპულსებად გარდაქმნიდა და სწორედ იგი დაედო საფუძვლად მექანიკურ ტელევიზიას.


    პირველი CRT ტიპის , კომერციული მიზნით, გამოშვებული ტელევიზორი დამზადდა Telefunken-ის მიერ გერმანიაში 1934წელს. შემდეგ უკვე საფრანგეთში(1936), ინგლისში(1936) და ამერიკაში(1938).

  ყველაზე იაფი ტელევიზორი მეორე მსოფლიო ომამდე ღირდა $125(რომელიც ახლა ტოლფასია 1,863 დოლარისა(2007)), რომელსაც ჰქონდა 8 სმ სიგრძის ეკრანი, ხოლო 30 სმ ეკრანიან ტელევიზორებს შორის ყველაზე იაფი ღირდა $445 ($6,633 ახლა).  



Friday, January 11, 2013

პირველი კინო

კინემატოგრაფის დაბადებას ხანგრძლივი წინაისტორია აქვს. უძველესი დროიდან კაცობრიობა ცდილობდა სიცოცხლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თვისება – მუდმივი მოძრაობა, ცხოვრება აესახა მის ბუნებრივ მდგომარეობაში – დინამიკაში. ამ მცდელობის დასტურია ეგვიპტის ქურუმთა მიერ “სასწაულების” მოსახდენად გამოგონებული ოპტიკური აპარატები, სახელგანთქმული ჩინური “ჩრდილთა თეატრი”, ფრანგული “ჯადოსნური ფარანი”. მე-16-17 საუკუნეებში ტექნიკური აზრის სწრაფმა პროგრესმა კაცობრიობას საშუალება მისცა, ხორცი შეესხა ამ მისწრაფებისათვის.

XVII საუკუნეში გამოიგონეს “ჯადოსნური ფანარი”, რომელიც უძრავი გამოსახულების პროექციას იძლეოდა სიბრტყეზე. მარტივად რომ ვთქვათ, კინო თავის წარმოშობას პერსისტენციის ფენომენს, “ჯადოსნური ფარნის” პრინციპისა და მომენტალური ფოტოგრაფიის ტექნიკას უნდა უმადლოდეს.



მე-19 საუკუნის 30-იან წლებისთვის კინემატოგრაფის ძირითადი კანონი, რომელზეც დაფუძნებულია კინოგადაღება, უკვე აღმოჩენილი და ჩამოყალიბებულია, ხოლო 1853 წელს პირველად ხდება “მოძრავი სურათების” ეკრანზე ჩვენება. ამისთვის ევროპელებს “ჯადოსნური ფარნის” გახსენება მოუწიათ. იგი უძველესი დროიდან იყო ცნობილი და წარმოადგენდა კამერას, რომელშიც იდგმებოდა სინათლის წყარო (მაგალითად, ზეთის ლამპარი). მისი სხივები გაივლიდა მინაზე დახატულ გამჭვირვალე სურათს, შემდეგ ლინზისებურ სისტემას და თეთრ კედელზე ბუნდოვან გამოსახულებას იძლეოდა.


კინემატოგრაფის აღმოჩენამდე ერთი ნახტომიღა იყო დარჩენილი: საჭირო გახლდათ ოპტიკური აპარატების პრინციპის ფოტოგრაფიასთან მისადაგება, მაგრამ ამ ერთ ნახტომს თითქმის ერთი საუკუნე დასჭირდა.

ფოტოგრაფია დაგეროტიპიის სახელით 1839 წლიდან გახდა ცნობილი ფართო საზოგადოებისათვის. მაგრამ მას მხოლოდ უძრავი ობიექტების ააღბეჭდვა შეეძლო ლითონის ფირფიტაზე, რადგან გამოსახულების მისაღებად საჭირო დაშუქების ხანგრძლივობა ნახევარ საათს აღემატებოდა. პორტრეტის მისაღებად ადამიანი ამ დროის განმავლობაში უძრავად უნდა გაშეშებულიყო კამერის ობიექტივის წინ.

მხოლოდ მე-19 საუკუნის 60-იან წლებისათვის მიაღწია ფოტოგრაფიამ მიზანს – დაეჭირა გადასაღები ობიექტი მოძრაობაში.
იმ მკვლევართა რიგში, რომელთაც ღვაწლი მიუძღვით კინემატოგრაფის აღმოჩენაში, არ შეიძლება არ აღინიშნოს ამერიკელი მეცნიერის, “ყველა დროის უდიდესი გამომგონებლის” (როგორც მას ეინშტეინმა უწოდა), ედისონის სახელი.

მე-19 საუკუნის 80-იან წლებში ედისონი ინტერესდება “მოძრავი ფოტოგრაფიით” და თავის მოსწავლე უილიამ დიქსონთან ერთად იწყებს მუშაობას კინოკამერის შექმნაზე. ამ ცდების პროცესში კეთდება კინემატოგრაფიის დაბადებისთვის მეტად მნიშვნელოვანი გამოგონება – ცელულოიდის ფოტოფირის ბაზაზე ედისონი ქმნის პერფორირებულ ფირს იმ სახით, რომლითაც დღემდე თითქმის უცვლელად შემორჩა. ფირის კიდეზე განლაგებული პერფორაციები აქამდე არსებული კინოაპარატების ბევრი ნაკლის თავიდან აცილების საშუალებას იძლეოდა – უზრუნველყოფდა ფოტოგრაფიის მაღალ ხარისხს, მოძრაობის ზუსტ დაფიქსირებას ფირის თანაბარი გადაადგილების მეშვეობით, აადვილებდა ნეგატივის ბეჭდვას.

ედისონისა და დიქსონის მიერ კონსტრუირებული აპარატი წარმოადგენდა ათწლეულით ადრე ედისონის მიერ გამოგონებული ხმის ჩამწერი აპარატის ფონოგრაფის კინოკამერასთან გაერთიანების ცდას. ექსპერიმენტები უკვე დასასრულს უახლოვდებოდა, როცა ედისონი ევროპაში გაემგზავრა 1889 წლის მსოფლიო გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად. როდესაც ამერიკიდან დაბრუნებული ედისონი თავის ლაბორატორიას ესტუმრა, ჩაბნელებულ ოთახში ქაღალდის ფურცლის მეოთხედი ზომის ეკრანიდან მას თავად დიქსონი მიესალმა ქუდის მოხდით: “გამარჯობა, მისტერ ედისონ! ბედნიერი ვარ თქვენი ხილვით. ვიმედოვნებ, კმაყოფილი ხართ თქვენი კინეფონოგრაფით”. ამრიგად, 1889 წლის 6 ოქტომბერს ეკრანზე ნაჩვენები იყო პირველი ფილმი და ეს ფილმი ხმოვანი გახლდათ.

ედისონის კინეფონოგრაფი არა მარტო კინოგადამღები აპარატი იყო, მისი გამოყენება ფილმის ჩვენებისთვისაც შეიძლებოდა.

პარიზი, კაპუცინების ბულვარი, “გრან კაფეს” საბილიარდო “ინდური სალონი”… მთელი მსოფლიოს კინემატოგრაფისტებისა და კინომოყვარულებისათვის ეს სიტყვები ერთ თარიღთან ასოცირდება.

სწორედ აქ, 1895 წლის 28 დეკემბერს იშვა მეათე მუზა, “მეოცე საუკუნის სასწაულად” წოდებული მეშვიდე ხელოვნება – კინემატოგრაფი.

ამ საღამოს გაიმართა მსოფლიოში პირველი საჯარო ფასიანი კინოსეანსი, რომლის ორგანიზატორებიც ლიონელი ფაბრიკატები, ძმები ოგიუსტ და ლუი ლუმიერები გახლდნენ.
ზოგიერთი მაყურებელი არ აღმოჩნდა ფსიქოლოგიურად მზად ამ მე-19 საუკუნის საოცრების აღსაქმელად და "მოძრავი სურათის" ნახვისგან განცდილი მოულოდნელობისგან წამოიკივლეს.

პირველი სეანსი სულ ოციოდე წუთი გრძელდებოდა და რამდენიმე ერთწუთიანი სიუჯეტისგან შედგებოდა. მაყურებელმა დღეისათვის სახელგანთქმული ფილმები იხილა: “კედელი”, “მატარებლის შემოსვლა”, “მუშების გამოსვლა ლუმიერების ფაბრიკიდან”, “ბავშვის საუზმე”, “გაწუწული მებაღე”… ეკრანზე ამოძრავებულმა რეალური ცხოვრების სურათებმა წარმოუდგენელი ეფექტი მოახდინა მაყურებელზე.


ცნობა ახალი სასწაულის შესახებ ელვის სისწრაფით გავრცელდა ქალაქში. მეორე დღეს საღამოს მაყურებელთა რიგი უკვე მიმდებარე ქუჩებს ავსებდა. იწყება კინემატოგრაფის ტრიუმფალური სვლა…

  ლუმიერების უმცროსმა ძმამ, ლუიმ მოგვცა ფირის წყვეტილად მოძრაობის პრინციპი და გრეიფერი, რომელიც ამ წყვეტილ მოძრაობას უზრუნველყოფდა. გარდა ამისა, ლუმიერების აპარატს სხვა უდიდესი უპირატესობანიც გააჩნდა სხვა აპარატებთან შედარებით. ეს იყო მსუბუქი, კარგად კონსტრუირებული, პორტატიული აპარატი, რომელიც უბრალო სახელურების მეშვეობით მუშაობდა. იგი გამოიყენებოდა როგორც კინოკამერა, საპროექციო და პოზიტივების საბეჭდი აპარატი. ამ აპარატით აღჭურვილი კინოოპერატორი თან მთელ კინოფაბრიკას დაატარებდა და შეეძლო მისი გამოყენება ნებისმიერ დროსა და ვითარებაში, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

ლუმიერების კინოსეანსებმა მსოფლიო რეზონანსი გამოიწვია. ლაბორატორიული გამოკვლევების ხანა სრულდება. იწყება კინემატოგრაფიის მეფობის ხანა. კინო სწრაფად იპყრობს ამერიკას, ინგლისს, მთელ ევროპას. 1896 წლის 4 მაისს ლუმიერის კინემატოგრაფის პრემიერა შედგა სანკტ-პეტერბურგში, ამავე წლის 26 მაისს – მოსკოვში, ხოლო 16 ნოემბერს – თბილისში. რეპერტუარი ყველგან იგივე იყო. ლუმიერების ფილმები ძირითადად “საოჯახო ალბომის” პრინციპზე გახლდათ აგებული და მცირე ჩანახატებისაგან შედგებოდა. მაგრამ ეს რეპერტუარი საკმარისი არ აღმოჩნდა მოზღვავებული მაყურებლის ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად. სიუჟეტების ძიებაში ოპერატორები მთელ მსოფლიოს მოედვნენ.




Thursday, January 10, 2013

პირველი მულტფილმი



ანიმაცია, ასევე მულტიპლიკაცია (ლათ. multiplicatio - გამრავლება) — სტატიკური გამოსახულებების დროში მონაცვლეობით შექმინილი მოძრაობის ოპტიკური ილუზიაა. კინოპროდუქციაში ანიმაციის სახელით ცნობილია ტექნიკა რომლის დროსაც ფილმის თითეული კადრომპიუტერის, ნახატი გამოსახულებების ფოტოგრაფირების ან სანიმუშო ერთეულისთვის განმეორებითი მცირე ცვლილებების გაკეთებისა და შედეგის სპეციალური ანიმაციური კამერით გადაღების საშუალებით.

გრაფიკული ანიმაციის ფუძემდებლად ითვლება ფრანგი მხატვარი - კარიკატურისტი ემილ კოლი. Fantasmagorie-ფანტასმაგორია პირველი მულტფილმია. იგი მუნჯი და მოკლემეტრაჟიანი ანიმაციაა, შექმნილი ემილ კოლის მიერ, რომლის პრემიერაც 1908 წლის 17 აგვისტოს შედგა პარიზში.
მისი სიუჟეტი შემდეგნაირია: ფანტოში რომელიც ანიმაციის მთავარი გმირია, ამოდის ბუშტიდან და იპარავს ქალის შლიაპას(ქუდს). შემდეგ იგი დადის ცხენით და სპილოთი თუმცა აპატიმრებენ, შემდეგ ახერხებს რომ გაითავისუფლოს თავი
და ის აგრძელებს ცხენით ჯირითს, აჭმევს თევზებს. ფანტოში აფრინდება ჰაერში და მ
ას ისევ იჭერენ. საბოლოოს ფანტოში ყვავილად გადაიქცევა. ანიმაციის სიუჟეტი რა თქმა უნდა არ არის დახვეწილი თუმცა იმ დროს ეს მოვლენა მსოფლიო დონის სენსაცია იყო. კოლმა ანიმაციური (კადრობრივი) გადაღების გამოყენებით „გააცოცხლა“ (აამოძრავა) თავისი ნახატი მოთხრობების პერსონაჟები.




20-იან წლებში დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ძირითადად ექსპერიმენტული, უფრო ხშირად აბსტრაქტული ანიმაციური ფილმები იქმნებოდა. დიდი პოპულარობა მოიპოვა აშშ-ში ძმები ფლეიშერების ფილმებმა, ხოლო შემდეგ -- რეჟისორისა და პროდიუსერის უოლტ დისნეის მრავალრიცხოვანმა სერიულმა ფილმებმა: „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ (1938), „პინოქიო“ (1939), „ბემბი“ (1942) და სხვა.

პირველი ქართული ნახატი ფილმი „არგონავტები“ შეიქმნა რეჟისორ ვ. მუჯირის ხელმძღვანელობით 1936 წელს (მთავარი მხატვარი - ლადო გუდიაშვილი). 1939 წელს მუჯირმა გადაიღო პირველი ფერადი ანიმაციური ფილმი „ჩიორა“, ომის შემდგომ წლებში — „გაზაფხულის სტუმრები“, „სამი მეგობარი“, „ოქროს ბიბილო“ და სხვა.




Wednesday, January 9, 2013

პირველი ტელეფონი

შორ მანძილზე კონტაქტისა და ინფორმაციის გადაცემის იდეა დიდი ხნის წინაც აწუხებდათ ადამიანებს. ჯერ კიდევ ძველ დროს, საუკუნეების წინ ცეცხლის კვამლი და სიმაღლეებზე დანთებული კოცონი აძლევდათ მათ საშუალებას სწრაფად გადაეცათ მოახლოებული საფრთხის შესახებ ინფორმაცია.

ტელეფონის შექმნა კი მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი როდესაც მეცნიერების ჰორიზონტზე გამოჩნდა ალექსანდრ ბელი. ბევრი დღემდე ხუმრობს: მან ტელეფონი შექმნა მხოლოდ იმიტომ რომ, სკოლაში ცუდათ სწავლობდა და არ იცოდა ეს რომ, შეუძლებელი იყო.
შორ მანძილზე ხმების გადაცემის პრობლემაზე ალექსნადრ ბელი ადრეული ასაკიდან ფიქრობდა. მამამისი უნივერსიტეტში მუშაობდა ინსტრუქტორად და მან შექმნა ზეპირსიტყვაობის ვიზუალურად სწავლების მეთოდი, რისი წყალობითაც ნებისმიიერს შეეძლო შეესწავლა სწორად წარმოეთქვა სიტყვები უცხოური ენის არ ცოდნის შემთხვევაშიც კი. მომავალი გამომგონებლის დედას ნაადრევად დააკლდა ყურს, რამაც მას კიდევ ერთი სტიმული მისცა ექსპერიმენტები ჩაეტარებინა ხმების გადაცემის სფეროში.თავიდან ახალგაზრდა ბელი მუშაობდა  ელექტრონულ კამერტონებთან, რისი დახმარებითაც ის იღებდა ხმებს რომელიც ძალიან გავდა ადამიანისას. ამის შემდეგ ის დაფიქრდა იმაზე თუ როგორ შეიძლებოდა ეს ხმები ყოფილიყო გადაცემული შორ მანძილზე.
ტელეფონის  შექმნის იდეა ბელს გაუჩნდა იმის წყალობით რომ, მან ცუდად იცოდა ფიზიკა და ძალიან ცუდად ესმოდა გერმანული ენა. დათ იცოდა ფიზიკა და ძალიან ცუდათ ესმოდა გერმანული ენა. როდესაც მან ორიგინალში წაიკითხა გერმანელი ფიზიკოსის გერმან გელმგოლცის წიგნი, ის აღფრთოვანდა ხმების გადაცემის იდეით ელექტრონული მავთულის საშუალებით, რომელსაც ვითომცდა გამოთქვამდა წიგნის ავტორი. სინამდვილეში გელმგოლცს არასდროს არ გამოუთქვამს მსგავსი იდეა – ბელმა უბრალოდ არასწორად თარგმნა ტექსტი. :) თუმცა ეს არასწორად ნათარგმნი იდეა მას სულში გაუჯდა და დაიწყო იმაზე ფიქრი თუ როგორ შეესხა ხორცი ამ იდეისთვის.ტელეფონი შეიქმნა 1875 წელს ალექსანდ ბელის და მისი თანამოაზრენის მიერ: მექანიკოსი ტომას ვატსონის წვლილი მდგომარეობს იმაში რომ, მან პროცესის ტექნიკური მხარის ორგანიზება აიღო საკუთარ თავზე, ხოლო ბელის სიძე, ბანკირი გარდინერ ხაბარდი მათ ფინანსურ საკითხებს აგვარებდა. პატენტის მიღების შემდგომ ბელმა ჩამოაყალიბა კომპანია Bell Laboratories Telephone და საკუთარ გუნდთან ერთად დაიწყო მილიონობით დოლარის შოვნა. 33 წლის ასაკში ბელი ჩამოშორდა საქმიანობას , იყიდა მამული მიყრუებულ კუნძულზე სადაც ვერავინ ვერ შეუშლიდა ხელს ახალი გამოგონებიბის შექმნაში. ის სიცოცხლის ბოლომდე იმ კუნძულზე ცხოვრობდა...
მას შემდეგ ტელეფონმა განიცადა ევოლუცია. 1946 წელს ამოქმედდა პირველი კომერციული რადიოტელეფონის ქსელი, რადიოგადაცემებზე ბაზირებული, ატს-ი და რადიო სადგურები რომლებიც მანქანაში მონტაჟდებოდა. კავშირი ძალიან ცუდი იყო: პირველ რიგში რადიო სადგურის მოქმედების რადიუსი ძალიან პატარა იყო, მეორე რიგში ეთერში ბევრი ხარვეზები იყო, ხოლო აი მესამე რიგში კი მოსაუბრეებს შეეძლოთ მხოლოდ რიგ-რიგობით ელაპარაკათ(იმისთვის რომ რამე გეთქვა უნდა დაგეჭირა ღილაკისთვის, ხოლო იმისთვის რომ მოგესმინა მოსაუბრისთვის ღილაკისთვის უნდა აგეშვა ხელი)


1962 წელს ბელის და ნასას ერთობლივი ძალისხმევის წყალობით კოსმოსში იქნა გაშვებული – პირველი ხელოვნური დამაკავშირებელი სატელიტი. გაჩნდა სატელიტური კავშირი. 10 წელზე მეტხანს მოუნდა კაცობრიობა შეექმნა ამ კავშირისთვის შესაბამისი აპარატი და მხოლოდ 1973 წელს ეს შეძლო კომპანია მოტოროლამ(Motorola). პირველი მობილური აპარატი გავდა აგურს – სიმაღლე 25სმ და წონა დაახლოებით 1კგ.
ჩვეულებრივი ადამიანებისათვის მობილური ტელეფონი ხელმისაწვდომი გახდა მხოლოდ 1983 წლის შემდგომ, როდესაც მისი კომერციული გამოეყენების ერა დაიწყო. შემდგომში მისი პოპულარიზაციის ტემპი უბრალოდ განსაცვიფრებელი იყო: 1983 წელს – 1 მილიონი მომხმარებელი,
1990 წელს – 11 მილიონი. 1995 წელს – 90.7 მილიონი. ამჟამად კი 2 მილიარდზე მეტი.
ფიჭური კავშირით უზრუნველყოფილნი არიან მოხუცები და ბავშვებიც კი. მას იყენებენ უდიდეს ქალაქებსა და მიყრუებულ სოფლებშიც კი. ზოგიერთ ადამიანს ორი ტელეფონი და რამოდენიმე სიმ ბარათიც კი გააჩნია. თანამედროვე ტელეფონები წლიდან წლამდე მჩატდებიან და საერთოდაც აღარ გვანან აგურს და რადგანაც პროგრესი არ დგას ადგილზე, გვრჩება მხოლოდ ვიმარჩიელოთ თუ როგორ შეიცვლება ის მომავალში.

Thursday, January 3, 2013

პირველი საათი


მიუხედავად იმისა, რომ დრო არამატერიალურია და სწრაფად მიედინება, ადამიანს ყოველთვის აინტერესებდა მისი გაზომვა. წელიწადის დროები, მთვარის ფაზები, დღისა და ღამის მონაცვლეობა — ყოველივე ეს დროს გარკვეულ ბუნებრივ მონაკვეთებად ყოფს. მაგრამ ადამიანები დიდი ხანია ცდილობენ, მაქსიმალური სიზუსტით გაზომონ დროის რაც შეიძლება მოკლე მონაკვეთები.
პირველი საათი რომელიც ადამიანმა გამოიგონა მზის იყო. გენიალურად მარტივი კონსტრუქციით- მიწაში ჩარჭობილი ჯოხითა და მის გარშემო დახატული დროის ასათვლელი ციფერბლატით. მაგრამ მზის საათის ლოგიკური ნაკლი ის იყო რომ ავდარსა და დახურულ სივრცეში სრულიად გამოუსედეგარი გახლდათ. ამის გამო.პუნქტუალობის მოყვარულმა ადამიანმა,ოთხი ათასი წლის წინ,წყლის საათი ანუ კლეპსიდრი გამოიგონა. პირველი მაღვიძარაც სწორედ წყლის საათს უკავშირდება და მის გამომგონებლად პლატონი ითვლება.
შემდეგ, დაახლოებით ათასი წლის წინ ქვიშის საათი შექმნეს.მცდელობების მიუხედავად ეს მოწყობილობა დროის მხოლოდ მცირე მონაკვეთის მაქსიმუმ ნახევარი საათის გაზომვას ახერხებდა. ქვიშის საათს,ძირითადად ექიმები და მეზღვაურები იყენებდნენ.
ადამიანები დროის გასაზომად სხვადასხვაგვარ მექანიზმებს იგონებდნენ და იყენებდნენ. ამ მექანიზმების „გული“ საათის რეგულატორია, ანუ მოწყობილობა, რომელიც მექანიზმის მოძრაობაში მომყვანი ენერგიის მიწოდებას არეგულირებს. მკაცრად დადგენილი პერიოდების განმავლობაში მცირე რაოდენობით ენერგიის გამოთავისუფლება დროის მონაკვეთების გაზომვის საშუალებას იძლევა. ზუსტად არავინ იცის, როდის გამოიგონეს პირველი მექანიკური საათი. მაგრამ ცნობილია, რომ პირველი საათები, რომელთა გადატანაც შესაძლებელი იყო, 1500 წელს გაჩნდა, რაც მესაათეობის განვითარებაში მნიშვნელოვანი ეტაპი გახდა.
ევროპაში პირველი მექანიკური საათი მონასტრის კოშკურებზე XI საუკუნეში გამოჩნდა, მხოლოდ ერთი ისრით და და მასიური გირებით, რომლებიც ზარს რეკდნენ.
XIX საუკუნის ბოლოს მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებამ საათების მასიურ წარმოებას შეუწყო ხელი.
ფართო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომი მაჯის საათები თავიდან მხოლოდ ქალებისთვის იყო განკუთვნილი.ძვირფასი ქვებით მორთულმა მაჯის საათებმა დროის განმსაზღვრელი აპარატის დანიშნულება თითქმის დაკარგა და სამკაულად გადაიქცა.ისტორია გვამცნობს რომ არც ერთი თავმოყვარე მამაკაცი საათს ხელზე არ იკეთებდა,ჯაჭვზე დაბმული საათი ჟილეტის ჯიბიდან თავმომწონედ წიკწიკებდა,ანუ გაჩნდა ჯიბის საათი- ამ ეპოქაში მამაკაცის ჩაცმულობის განუყოფელი ატრიბუტი